დევიდ მაკკალისტერი: ყველანი დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს

ჩვენ ყველანი დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში სწრაფად გაუარესდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროდეპუტატმა, დევიდ მაკკალისტერმა განაცხადა.

„ჩვენ ყველანი დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში სწრაფად გაუარესდა. შესაბამისად, მე მხარს ვუჭერ ფასილიტატორების მცდელობას, გადაიტვირთოს და გაძლიერდეს დიალოგი ოპოზიციასა და მთავრობას შორის. საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშეა, როგორიცაა „კოვიდ-19“-ის პანდემია, ეკონომიკური განვითარება, სოციალური ერთიანობა და უსაფრთხოების საკითხები.

ამიტომ, საჭიროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა გადალახონ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და ერთად იპოვონ გრძელვადიანი გამოსავალი. ეს გზა უნდა მოიცავდეს ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, ასევე კანონის უზენაესობასა და სასამართლოს რეფორმას, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკური სამართლის წინააღმდეგ, ძალთა გადანაწილებას პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბების ჩათვლით და პოტენციურად ახალ არჩევნებს და შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას. როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, მომავალ კვირაში არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა ბრიუსელში. იმედია, გარკვეულ პროგრესს შეიტანს დიალოგში.

მინდა, ახლადდანიშნულ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ასევე მათ გუნდს ვუსურვო, რომ გადალახონ პოლიტიკური კრიზისი ამ დიდებულ ქვეყანაში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.