“დესტრუქცია და ისევ დესტრუქციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან”

დესტრუქცია და ისევ დესტრუქციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეაფასოს, რამდენად არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს აქვთ ქვეყანა ჩაბარებული.

„ძალიან ვწუხვარ და მე არასდროს მათ არ დავემსგავსები, არ ვიქნები ისეთივე დესტრუქციული, როგორიც ისინი არიან. მე მზად ვარ, მივიდე მოლაპარაკებებზე და ჩვენი გუნდის ობიექტური პოზიცია გავაცნო მედიაციის მხარეს.

გულწრფელად ვამბობ, რომ საერთოდ ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა დაერქვას თავის სახელი. ვინ ფიქრობს ქვეყნის განვითარებისთვის და ვინ – ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს გასაჯაროვება, თუ ყველაფერი ჩაიშალა და არასწორად წავიდა პროცესი, სწორედ იმას შეუწყობს ხელს, რომ ლუსტრაცია მოხდეს ქართულ პოლიტიკაში, ვის აღელვებს თავის სახელმწიფო, სამშობლო და ვის აღელვებს ვიწროპარტიული ინტერესების დაცვა ქვეყანაში“, – განაცხადა ვაშაძემ.