ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.3846 ლარი ეღირება, რაც ახალი ანტირეკორდია.

დღეს დოლარის შეძენა 3.3718 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0128 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.9840 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.9733 ლარად არის შესაძლებელი. ამ მონაცემებით, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0107 ლარი შეადგინა.