დმანისში 8 მარტი კომუნალურ სამსახურში დასაქმებულ ქალებს მიულოცეს

დმანისში ქალთა საერთაშორისო დღე  მუნიციპალიტეტის კომუნალურ სამსახურში დასაქმებულ ქალებს მიულოცეს.

დმანისის ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა დღესასწაულთან დაკავშირებით ქალებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

“ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს და წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში.”- წერია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.