დღევანდელი მონაცემებით, “ფაიზერით” აცრის რიგში 9 000 ადამიანია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, “ფაიზერით” აცრის რიგში  9 000 ადამიანია.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ვაქცინაციაზე დარეგისტრირებულია 11 000 ადამიანი, აქედან 9000 “ფაიზერს” ელოდება, 2 000 კი “ასტრაზენეკას”.

“9 ათასი დღეს არის დაჯავშნილი, გვრჩება დაახლოებით 5000-მდე რეზერვი. შეძლება ვინმემ უარი თქვას და ამის მიხედვით გამოცხადდება ჯავშანი პორტალზე. ეს 2-კვირიან ჯავშანზეა საუბარი”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში 129 ადამიანი აიცრა, ჯამში 4 281 ადამიანია აცრილი.