ახალციხეში კლდე ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩახერგა

ახალციხეში, ურავლის გზაზე კლდე ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩახერგა.  ფოტომასალას სოციალურ ქსელში მოქალაქე აქვეყნებს.

მისივე ცნობით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად 2019 წელს ადგილობრივებმა ახალციხის მერიას ხელმოწერებით მიმართეს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.