ბოლო 24 საათში რუსთავში კორონავირუსზე 248 ადამიანი გამოიკვლიეს. გამოკვლეულ პირებს შორის კოვიდინფექცია 9-ს დაუდასტურდა.
როგორც TV4-ს ქალაქის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში განუცხადეს, პოლიკლინიკაში ტესტი 96 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ოთხს ვირუსი დაუდასტურდა.
რაც შეეხება N2 დიაგნოსტიკურ ცენტრს, დაწესებულებაში 139 პირი გამოიკვლიეს, ხუთის ტესტის პასუხი დადებითია. დიაგნოსტიკური ცენტრიდან 8 პირის საკვლევი ნიმუშები გაგზავნეს PCR ტესტზე. პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
დღე-ღამეში კლინიკა “რუსთავში” 13 ადამიანს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, ყველას პასუხი უარყოფითია.