თურნავა: უკანონო მიყურადება შემაშფოთებელი დარღვევაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უკანონო მიყურადება შემაშფოთებელი დარღვევაა და მსგავსი პრაქტიკა 2012 წელს დასრულდა.

ნათია თურნავას განცხადებით, „შეთითხნილი ჩანაწერები“ ახლა იმის გამო გასაჯაროვდა, რომ მოლაპარაკებებს ხელი შეეშალოს.

„მთავარი და შემაშფოთებელი დარღვევა არის უკანონო მიყურადება. ჩვენ ეს დავამთავრეთ 2012 წელს და მსგავსი პრაქტიკა ძალიან შემაშფოთებელია. მაგრამ, მინდა, მეორე რამესაც მიაქციოთ ყურადღება და იმედია, პროკურატურა ამაზეც იმსჯელებს – რატომ აღმოჩნდა ეს ჩანაწერები, ეს შეთითხნილი ჩანაწერები საჯარო ახლა, რატომ ახლა? იმიტომ, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის მსგავს ფოლისებს აკეთებს, როდესაც მოახლოებულია შეთანხმება, მაგიდის აყირავების მიზნით კეთდება ეს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.