ეპიდვითარება საქართველოში 25 მარტს

საქართველოში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ბოლო 24 საათში 356 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი.

ჩატარდა 25 638 ტესტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,56 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,58 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,92 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 027 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 278 გამოჯანმრთელდა, 3 732 კი გარდაიცვალა.