ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სომხეთის ოპოზიციური გაერთიანების „სამშობლოს ხსნის მოძრაობა“ ორგანიზებით ერევანში, საპროტესტო აქცია იმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, სკანდირებენ : „სომხეთი ნიკოლის გარეშე!“, „ნიკოლ გადადექი!“.

გუშინდელი აქციის დროს მომიტინგეებმა „ეროვნული კრების“ ორი შესასვლელი გადაკეტეს. მათ შესასვლელებთან კარვები გაშალეს იმისთვის, რომ დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალება არ ჰქონოდათ.  დღეს პარლამენტის წევრებმა შენობაში შესვლა მაინც მოახერხეს და საპარლამენტო კომიტეტების შეხვედრები გამართეს.