ერევანში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

სომხეთის ოპოზიციური გაერთიანება „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა“ ერევანში, პარლამენტის შენობათან საპროტესტო აქციას მართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აქციას სახელწოდებით – „ერი, არმია, გამარჯვება“ ომის ვეტერანებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ბაგრამიანის გამზირზე თავდაცვის სამინისტროს შენობასთან გამართული აქციის შემდეგ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.  მედიის ინფორმაციით, ადგილზე პოლიციის მნიშვნელოვანი ძალებია მობილიზებული.