ვაქცინაციის მეორე დღე რუსთავში- დაფიქსირდა თუ არა გევრდითი მოვლენები?

ვაქცინაციის მეორე დღე რუსთავში. როგორც რუსთავის დიაგნოსტიკურ ცენტრებში აცხადებენ,  ქალაქში იმუნიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. დაფიქსირდა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების მხოლოდ 2 შემთხვევა. როგორც პოლიკლინიკებში აცხადებენ, მედპერსონალი თავს კარგად გრძნობს და სამუშაო პროცესს აგრძელებენ.

დილის მონაცემებით, კოვიდვაქცინა კიდევ 8 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა გაიკეთა, მათ შორის ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ.

მისი თქმით, ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, ყველზე მნიშვნელოვანი ეტაპია.