ვაქცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო იზრდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო, როგორც „ასტრაზენეკას“ ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაში, 30-დან 45 წუთამდე იზრდება.

მისივე თქმით, ვაქცინაციის ცენტრებში სულ მცირე სამი ბრიგადა იქნება მობილიზებული.

„მოთხოვნები არის მოსაცდელ ოთახთან, შესასვლელთან, ასევე შოკის საწინააღმდეგო მზაობასთან დაკავშირებით. უნივერსალური მოთხოვნები შოკის საწინააღმდეგო მზაობისთვის აქვს ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე ნებისმიერ დაწესებულებას, ეს არ შეეხება მხოლოდ კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინას. ეს არის დიდი ხნის მოთხოვნა და ეს არახალია სამედიცინო დაწესებულებისთვის.

ბრიგადები, რომელიც მობილიზებული უნდა იყოს „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის ცენტრების ადგილზე, ეს არის სულ მცირე 3 ბრიგადა. იმის მიხედვით, როგორი იქნება მოთხოვნა, დაწესებულებებთან ვიმსჯელებთ იმაზე, რომ მათ მოახდინონ კიდევ დამატებითი ბრიგადების მობილიზება, რადგან არ შეიქმნას შეფერხება. კიდევ ერთი სიახლე მოთხოვნებში არის 30 წუთის ნაცვლად 45 წუთი დაყოვების პერიოდი ვაქცინაციის შემდეგ, ორივე ვაქცინის შემთხვევაში“,- განაცხადა გაბუნიამ.