ვაშაძე: ბატონი შარლ მიშელი პირადად აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით,შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიქრობს, პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ჩართული ორივე მხარე მარტის ბოლომდე რაღაც შეთანხმებამდე მივა.

“უფრო ნაკლებს ველოდი ამ შეხვედრისგან ვიდრე ვნახე. დავინახე, რომ პირადად ბატონი შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში თუ მზაობა იქნება ზოგადად ჩვენი მხრიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს ის პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რაც საქართველოში არის.

მეორე ძალიან სერიოზული განაცხადი, რაც იყო, რომ ფასილიტაციიდან მედიაციისკენ – ეს არის ორი განსხვავებული რამ, ანუ ნიშნავს, რომ მათ შორის შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე იმისთვის, რომ მის ასოცირებულ წევრის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს.

ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტად ვიტყვი, რომ ვფიქრობ, ასეთი შეთანხმება იქნება, მარტის თვის ბოლომდე რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. კომპრომისი ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.