ვთხოვ წმინდა სინოდს, გვერდში დაგვიდექით- NCDC ეკლესიას

ვაქცინაციის პროცესში და საინფორმაციო კამპანიაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი დახმარებას ეკლესიას სთხოვს. ამირან გამყრელიძე წმინდა სინოდის წევრებს მიმართავს, რომ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარონ.

“მინდა ვთხოვო წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია, ვაქცინაცია არის მეცნიერულად დასაბუთებული და მოგეხსენებათ ეკლესიას და მეცნიერებას ყოველთვის აქვს სინერგიული დამოკიდებულება, ამიტომ გთხოვთ, რომ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიდოში იმიტომ, რომ მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში ექიმებზე უფრო ძლიერ” -მიმართავს გამყრელიძე სასულიერო პირებს.