ვინ არის პირველი ექიმი, რომელიც რუსთავში კოვიდ ვაქცინით აიცრა?

რუსთავში Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. ქალაქის N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებში პირველი მედიკოსები “ასტრაზენეკას” ვაქცინით უკვე აიცრნენ.

პირველი ექიმი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა ქირურგი გია მოსიაშვილია. ექიმი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დარეგისტრირდა, სადაც ამ დროის მონაცემებით 10 ადამიანია რეგისტრირებული.

N1 დაგნოსტიკურ ცენტრში ვაქცინა პირველმა ექიმმა ნანა ხუჭუამ გაიკეთა. პოლიკლინიკას “ასტრაზენეკას” ვაქცინის 100 დოზა აქვს მარაგში.