ვოლსკი: “ფაიზერს” ისეთი მოთხოვნები აქვს, რაც სხვა კომპანიას არ ჰქონია

“ფაიზერს” ისეთი მოთხოვნები აქვს, რომელიც სხვა კომპანიას არ ჰქონია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე დამატებით განმარტებებია საჭირო და კომპანიების მოთხოვნებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო სავარაუდოდ, უკეთეს განმარტებას გააკეთებს.

“ის რისი პასუხისმგებლობაც ჰქონდა პარლამენტს, სრულიად ამოწურა და რიგგარეშე სხდომაზე მივიღეთ სრულფასოვანი კანონი. ამასთან დაკავშირებით განმარტებები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს სისტემას, რომელიც გვამცნობს, რომ დამთავრდა პრაქტიკულად მოლაპარაკებები ერთ კომპანიასთან და „ფაიზერთან“ გვაქვს გარკვეული სირთულეები, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება დაძლეული. თუმცა, ფაქტია, რომ ვაქცინას მივიღევთ ხარისხიანს. ჩვენ ვთქვით, რომ მარტის პირველ ნახევარში გვექნება. „ფაიზერთან“ არის გარკვეული თემები, მოთხოვნები აქვს ისეთი, რომელიც სხვა კომპანიას არ ჰქონია, მაგრამ ეს სხვა კომპანიაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ როგორც ნაკლები რესურსის მქონე. „ფაიზერის“ თემასთან დაკავშირებით მგონი დამატებითი კომენტარები არის საჭირო, მაგრამ ფაქტია რაოდენობით უნდა დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოსახლეობა და ამ შემთხვევებში კომპანიებს რა მოთხოვნები აქვს ჩვენს მიმართ, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო უკეთეს განმარტებას გააკეთებს,”- განაცხადა ვოლსკიმ.