ზუგდიდი-მესტიის გზაზე კლდოვანი მასა ჩამოწვა

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზაზე,  სოფელ დიზთან, კლდოვანი მასა ჩამოწვა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ,  გზის გასაწმენდად სპეციალური ტექნიკა ადგილზე უკვე მუშაობს.

უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გზა, დაახლოებით, 3 საათში გაიწმინდება.