იუსტიციის სახლი 27 მარტიდან მომხმარებლისთვის შაბათ-კვირას დაჩქარებული სერვისის მიწოდებას აღადგენს.
დაჩქარებული, ერთდღიანი სერვისის მიღებას მომხმარებელი კვლავ სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეძლებს.
თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს შაბათ-კვირას – 10:00-დან 17:00 საათამდე მიიღებენ, ხოლო ქუთაისის იუსტიციის სახლი მხოლოდ შაბათს – 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.
აღნიშნულ ფილიალებში შაბათ-კვირას, ისევე როგორც პანდემიამდე პერიოდში, შესაძლებელი იქნება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარკვეული კატეგორიის სერვისების მიღება.
მომსახურების სრული ჩამონათვალი იხილეთ ვებგვერდზე: psh.gov.ge
იუსტიციის სახლებში სერვისის მიღება კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს სერვისს ხუთ ენაზე სთავაზობს – დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს.
იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მოქალაქე:
ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს – my.gov.ge.