თავდამსხმელი ამტკიცებდა, რომ ხელყუმბარა ჰქონდა – ყაჩაღობის მცდელობა “ნიკორას” ფილიალზე

ყაჩაღობის მცდელობა და თავდასხმა სავაჭრო ობიექტზე – შემთხვევა თბილისში ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ამტკიცებდა, რომ შეიარაღებული იყო და ხელყუმბარა ჰქონდა, თავს “ნიკორას” სუპერმარკეტს დაესხა. შემთხვევა ავჭალაში მოხდა.

სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი უკვე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.