თამარ გაბუნია: „ფაიზერთან“ ხარვეზი სამინისტროს არასდროს ჰქონია

„ფაიზერთან“ ხარვეზი სამინისტროს არც არასდროს ჰქონია და „ფაიზერს“ არასდროს მიუნიშნებია ამ ხარვეზის არსებობის შესახებ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, დასაზუსტებელი იყო გარკვეული პირობები, რომლებიც დღეს შეათანხმეს.

„ფაიზერთან“ ხარვეზი სამინისტროს არც არასდროს ჰქონია და „ფაიზერს“ არასდროს მიუნიშნებია ამ ხარვეზის არსებობის შესახებ, ამაზე შევთანხმდეთ. საკითხი შეეხებოდა დამატებითი პირობების დაზუსტებას. დღევანდელი სატელეფონი ზარი იყო სწორედ პირობების დაზუსტებისთვის. ყველა ინფორმაცია, რომელის „ფაიზერს“ სჭირდება იმისთვის, რომ ვაქცინაცია გამოუშვას, აქვს და ასევე, აქვს ის ვაქცინა, დოზების იმ რაოდენიობიოთ, რომლებიც ქვეყანამ უნდა მიიღოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა.