თბილისი საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის პირველ ადგილზე მოხვდა

თბილისი საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის პირველ ადგილზე მოხვდა – ქალაქების რეიტინგს “ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები” აქვეყნებს.

რეიტინგი იმ მიმართულებებს მოიცავს, სადაც Covid-19-ის თვალსაზრისით, მოგზაურობა უსაფრთხოა. ასევე,  არ არის კარანტინის საჭიროება და დაცულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის თბილისის შემდეგ, მადეირა, კოპენჰაგენი, კეფალონია, სევილია, ათენი, სტოკჰოლმი და სხვა ტურისტული მიმართულებები მოხვდნენ.