“თუ ვერ იტირებთ თვალებს გამოგთხრით” – უფროსები მოზარდების კონფლიქტში ჩაერივნენ

ერთ-ერთი რეგიონში ზრდასრული ქალი ბავშვებს დაემუქრა დამოზარდებს შორის დაწყებული დაპირისპირების გამო, ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი თავდაპირველად ლაგოდეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის დაიწყო.

ჩხუბი ბიჭებს შორის მეგობარი გოგოს გამო დაიწყო, რა დროსაც ერთ-ერთ მოსწავლეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

მოგვიანებით, უფროსების ჩარევით, 12 წლის ბავშვები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააჩოქეს და ბოდიში მოახდევინეს იმ მოსწავლისთვის, რომელსაც მანამდე თავად მიაყენეს შეურაცხყოფა.

ვრცელდება ვიდეოს ჩანაწერიც. ვიდეოს შესახებ სკოლის მანდატურის სამსახურის წარმომადგენელისათვის გახდა ცნობილი, რომელმაც შსს-ს ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოს მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.