იაპონიაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, მიაგის პრეფექტურაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში ცუნამის საშიშროება გამოცხადდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები ტოკიოშიც იგრძნობოდა.

ინფორმაციას ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ჯერ არ ვრცელდება. ცნობილია, რომ პრეფექტურაში 200 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.