კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მსახიობი კახი კავსაძე დაახლოებით ერთი თვეა თსსუ-ს კლინიკაში მკურნალობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. 
მას კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.