“კომენდანტის საათის” მოხსნა დღის წესრიგშია – როდის მოიხსნება შეზღუდვა?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „კომენდანტის საათის“ მოხსნის საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა მთავრობა „გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს“.

„მიხარია, რომ უკვე პრობლემა არის არა ის, ჩამოვლენ თუ არა ტურისტები, არამედ ყველას, ერთობლივი ძალისხმევით ტურისტები უკვე ჩამოდიან და მათ უნდათ, თბილისის სხვადასხვა დაწესებულებაში მეტი დრო გაატარონ – რესტორნებს ეწვიონ, ქუჩებში გაისეირნონ, ეს კარგად გვესმის. ამ საკითხზე {„კომენდანტის საათზე“} ვიმსჯელებთ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მცირე შეზღუდვებს შორის, რაც ჩვენს ხელთ დარჩა, ამიტომ გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩენთ, მაგრამ დღის წესრიგშია და ამ საკითხს მომავალში მივუბრუნდებით“,- განაცხადა თურნავამ.