კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 3.50 ლარია

ეროვნული ბანკის მიერ 31 მარტისთვის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი 3.4118 ლარი ღირს, ხოლო ევრო 4.0044 ლარი.

31 მარტის მონაცემებით, კომერციულ ბანკებში დოლარის და ევროს ფასი შემდეგია:

საქართველოს ბანკში 1 აშშ დოლარი 3.49 ლარი ღირს, ევროს შეძენა კი 4.09 ლარად არის შესაძლებელი.

თიბისი ბანკში 1 აშშ დოლარის ფასი 3.52 ლარია ერთ ევრო კი 4.14 ლარი ღირს.