კორონავირუსის სტატისტიკა 21 მარტს

საქართველოში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა.დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,2 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,55 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,63 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 277 480 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 973 გამოჯანმრთელდა, 3 700 კი გარდაიცვალა.