კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ორბელიანების სასახლე დანიელსონმა კომენტარის გარეშე დატოვა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. დანიელსონმა შეხვედრები გამართა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დანიელსონს საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა განაცხადა, რომ თბილისში რჩება და მოლაპარაკების პროცესს გააგრძელებს.

დღეს დილიდან მან შეხვედრა გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. როგორც დანიელსონმა აღნიშნა, დღის განმავლობაში შეხვედრები კიდევ გაიმართება.