ლელაშხას დასახლებაში რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბანში, ლელაშხას დასახლებაში რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტის თანახმად ადგილზე ფანჩატურები, ველობილიკი, ტრენაჟორები, საბავშვო ატრაქციონები და ღია ტიპის სცენა მოეწყობა.

სამშენებლო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში 521’125’00 ლარად ახორციელებს.

ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, პარკს დასრულების შემდეგ, აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის , ლევან დევდარიანის სახელი დაერქმევა.