„ლელოს“ ლიდერებმა და წევრებმა, კახა კოჟორიძემ, თორნიკე ართქმელაძემ, ლევან სამუშიამ და სხვებმა, გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება შეიტანეს და 6 მარტს გამოქვეყნებული ჩანაწერების გამოძიება მოითხოვეს.
როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა, პროკურატურა ვალდებულია, ფაქტი გამოიძიოს, რადგან გავრცელებული აუდიომასალა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„ლელოს“ წევრები და იურისტები, აქ მოვედით, რადგან საქართველოს პროკურატურას შევახსენოთ მათი ვალდებულება. საქართველოს სიახლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება. მოცემულ შემთვევაში გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისივე განცხადებით, „ლელოს” პოზიცია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უცვლელია.
„სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდეს კონკრეტული შეთანხმებით და პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ტიპის კრიზისებიდან, რაც საქართველოში ახლა არის, ვნახოთ გამოსავალი, ამავე დროს ჩვენ ვამბობთ, რომ ღარიბაშვილის ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში დააზიანებს მოლაპარაკების პროცესს“, – განაცხადა კოჟორიძემ.