ყვავილები მოხუცებისთვის – “ქსენონის” ბენეფიციარებს 8 მარტი მიულოცეს

ქალთა დღესთან დაკავშირებით, რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუნიციპალური თავშესაფრის “ქსენონი” ბენეფიციარებს ესტუმრნენ და რვა მარტი მიულოცეს.

რუსთავის მერის მოადგილემ, ბესიკ ტოგონიძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, “ქსენონის” მოხუცებს დღესასწაული მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.