მამაკაცმა ხანჯლით ბიბლიოთეკაში შეჭრის შემდეგ ადამიანი მოკლა, ექვსი პირი დაჭრა

თავდასხმა კანადაში – ვანკუვერში ხანჯლით შეიარაღებულმა მამაკაცმა ბიბლიოთეკაში შეჭრის შემდეგ 1 ადამიანი მოკლა, დაჭრილია 6 პირი.

პოლიციამ ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავა, დანაშაულის მოტივი უცნობია. ვანკუვერის პოლიცია მომხდარის მიზეზებს იკვლევს.