ჩინეთში ბოლო ათწლეულში უპრეცენდენტო ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს

ჩინეთის დედაქალაქში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს.

პეკინი მტვრის სქელი ფენითაა დაფარული და დაბინძურების მაჩვენებელი ზოგიერთ რაიონში დასაშვებ ნორმას 160-ჯერ აღემატება.

ხილვადობის შემცირების ფონზე, ჩინეთის დედაქალაქის მიმართულებით ავიამიმოსვლა შეფერხდა. ამ დროისთვის, ქვიშის ქარიშხალმა ჩინეთის 12 პროვინცია დააზარალა.