მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე “კომენდანტის საათის” გაუქმებას ითხოვენ

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე  “კომენდანტის საათის” გაუქმებას ითხოვენ.

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აზერბაიჯანული თემის აქტივისტებმა პრესკონფერენცია გამართეს. სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციების წარმომადგენლები 21 მარტს, “ნოვრუზ ბაირამის” დღესასწაულზე 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის  მოხსნას ითხოვენ.

როგორც საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები ამბობენ, დღესასწაულზე ძირითადი რიტუალები ძირითადად ღამის საათებში ტარდება, შესაბამისად მათთვის აუცილებელია გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნას.

“მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთი დღით, 21 მარტს, მთელს საქართველოში გაუქმდეს  მარტს გადაადგილების თავისფულების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) და მოსახლეობამ სტრესის, დაძაბულობის და დაჯარიმების შიშის გარეშე შეიქმნას ნოვრუზის სადღესასწაულო განწყობა.”- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.