მარტვილში პატრიარქის ფრესკა დააზიანეს

ჭყონდიდის ეპარქიაში, მარტვილის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთი ეკლესიის ფრესკა დაზიანეს.

ფრესკაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა გამოსახული.

გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ ფრესკა პატრიარქის სახის ნაწილში გადაფხეკილია.

უცნობია ვინ და რა ვითარებაში დააზიანა ფრესკა.