დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებს შორის მედიაციის პროცესს 29 მარტს განაახლებს

კრისტიან დანიელსონი ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრებს 29 მარტიდან განაახლებს.  საქართველოში ევროკავშირის საელჩო ცნობით, შარლ მიშელის წარმომადგენელი თბილისს, სავარაუდოდ, კვირას, 28 მარტს ეწვევა.

ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით, უკვე მეორედ ჩამოდის. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.