“გირჩი” : „ქართული ოცნების“ და ენმ-ს ერთმანეთთან ბრძოლა, პოლიტიკურ კრიზისად საღდება

“ჩვენი კრიზისი არის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან ბრძოლა, რომელიც საღდება პოლიტიკურ კრიზისად ქვეყანაში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსებაა.

“„გირჩს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება მიაჩნია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, ამის მიუხედავად ეს კონკრეტული გადაწყეტილება იყო პოლიტიკურად მოტივირებული. ზუსტად იგივე დაინახა ვენეციის კომისიამაც.”

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, კრიზისის ერთ მხარეს არის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.

„მნიშვნელობა არ აქვს ის ფორმალურად რომელი ქვეყნის მოქალაქეა და ზუსტად იგივე დაინახა ვენეციის კომისიამ. მან თქვა, რომ პარტიის შექმნის პროცესში შეიძლება გქონდეს დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევისგან და არა წევრობის დროს. ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ ეს ინიციატივაც შეფასებული იყო უარყოფითად“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.