მეწყერმა ცენტრალური მაგისტრალის ჩახერგვა გამოიწვია

ცაგერის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექებმა მეწყერსაშიში პროცესების გააქტიურება გამოიწვია.

ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესების შდეგად ჩამოშლილმა მასალამ ცენტრალური მაგისტრალის ჩახერგვა გამოიწვია (ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის) დამაკავშირებელი მაგისტრალზე.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

“მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის მასშტაბები არის ძალიან დიდი და საჭიროებს დამატებითი ტექნიკის მობილიზებას, რასაც ვაკეთებთ ახლა. ასევე ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც.”-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.