მინისტრი ლარის გაუფასურებაზე – დიდი მნიშვნელობა აქვს ნეგატიურ მოლოდინებს

ეროვნულ ვალუტაზე წნეხი პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციის ფონზე მოიხსნება – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომენტირებისას.

როგორც თურნავა ამბობს, დიდი მინშვნელობა აქვს ასევე ნეგატიურ მოლოდინებს.

“ჩვენ ვალდებული ვართ, რომ სწრაფად განვახორციელოთ ყველა აუცილებელი ზომა, იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს.ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ნეგატიურ მოლოდინებს.

პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციის კვალობაზე, კიდევ ერთი ნეგატიური წნეხი, იგივე ეროვნულ ვალუტაზე, მოიხსნება. მე ამის დიდი იმედი მაქვს”,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის 31 მარტის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება – 3.4464 ლარია, ხოლო 1 ევროს – 4.0426