სროლა პოლიციასთან – ყოფილმა სიძემ სიმამრის მისამართით გაისროლა

ზუგდიდში პოლიციის შენობის მიმდებარედ ავტომობოლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით,  პოლიციის შენობასთან ყოფილმა სიძემ სიმამრის მისამართით, სავარაუდოდ, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე გაისროლა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

 

ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.