“მოდუსში” სწავლა განახლდა – კოლეჯს ახალი დირექტორი ჰყავს

პროფესიულ კოლეჯში “მოდუსი” სასწავლო პროცესი განახლდა. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, რუსთავის პროფესიულ კოლეჯში განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი და რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა იმყოფებოდნენ.

თამარ ქიტიაშვილმა კოლეჯს ახალი დირექტორი, პავლე თვალიაშვილი წარუდგინა. თვალიაშვილმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ინფორმაციისთვის, კოლეჯში  სწავლა სხვადასხვა პროფესიულ პროგრამაზე ჰიბრიდული მეთოდით განახლდება. მოდელი თეორიული სწავლების დისტანციურად წარმართვას გულისხმობს, ხოლო პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები აუდიტორიებში ჩატარდება.