მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

21-ე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე “მერსედესის” მარკის მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.