სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა

თბილისში მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრება 5 ათასი ლარით, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში კი დაფინანსება 10 ათას ლარს შეადგენს.

„თბილისისი მერის ინიციატივით არის წარმოდგენილი შემდეგი საკითხი. მოგეხსენებათ, პანდემიამ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი დააზარალა, კრიზისმა განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სექტორს და კვების იმ ობიექტებს, რომლებიც დამოკიდებულები არიან ტურისტების ნაკადზე.

დღეს, მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ შესაბამის ინიციატივას, რომელიც უკავშირდება შემდეგ საკითხს. შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის.

ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5ათასი ლარით, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 ათს ლარს. მთავრობა მზად არის მხარი დაუჭირს მერიის ამ ინიციატივას“,- აცხადებს პრემიერი.