ნათელაშვილი: თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა, არავინ არ იჭერს

 თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა, არავინ არ იჭერს, აგერ შევიდნენ და რა გამოიტანეს, ჩვენც ვნახეთ და თვითონაც ნახავენ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პლებისციტზე საუბრისას განაცხადა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს სერიოზულად ეთქვას, რომ პლებისციტზე შეთანხმების შემთხვევაში, „ლელო“ პარლამენტში შევა. 

„ალბათ კარგად აღარ ახსოვთ კოლეგებს, ჟურნალისტებს, რომ პლებისციტზე პირველი უარყოფითი განცხადება გავაკეთეთ ჩვენ და სახვა პოლიტიკურმა პარტიებმა ჯერ კიდევ ნოემბერ- დეკემბერში. მაგრამ რადგან შემდეგ ვითარება სხვანაირად წავიდა, არ დადგა ეს საკითხი აქტუალურ პარამეტრებში, არ გამოიწვია ინტერესი და არ ყოფილა სტრატეგიული არჩევანი, ყველა ვხედავდით, რომ პლებისციტი მისი განხორციელების შემთხვევაშიც იყო აბსოლუტურად დამაზიანებელი მეთოდიკა კრიზისიდან გამოსვლისა, ამიტომ არც მის ინიციატორებს არ მოუკლავთ თავი.

მის ფართო რეალიზაციაზე და ჩვენც მოვერიდეთ კოლეგებს შორის პოლემიკას და ერთობლიობაში გამწვავების ელემენტებს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა და რეჟიმმა განგვიცხადა, რომ არავითარი ახალი არჩევნები არ იქნება, მას შემდეგ, რაც შეიკრიბა ერთპარტიული პარლამენტი, მას შემდეგ, რაც უარი განგვიცხადა, შეეწყვიტა ჩვენთვის სადეპუტატო უფლებამოსილებანი, რის თაობაზეც განცხადებები დაწერილი გვქონდა, ანუ ძალადობა დაიწყეს. შემდეგში ძალადობა დააგვირგვინეს იმით, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნიკა მელია საკუთარ ოფისში სტურმით დაიჭირეს.

პლებისციტზე ახლა ხელისუფლებას ვეხვეწოთ, ნიშნავს სრულ კაპიტულაციას. ეს არის სრული კაპიტულაცია ოპოზიციის მხრიდან და ეს გახლავთ ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალება. ვიმეორებ, თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა, არავინ არ იჭერს, აგერ შევიდნენ და რა გამოიტანეს ვნახეთ ჩვენ და თვითონაც ნახავენ.

„საგამოძიებო კომისიის თვითონ იდეა, ინსტიტუტი არის ივანიშვილის კრიმინალურ ტვინში მოხარშული იდეა და გადახარშული ვოლსკის ნარკოტიკულ ტვინში. როგორ შეიძლება, აი, ამ სატყუარაში და ბადეში გაებას ისეთი გამოცდილი კოლეგა და ოპოზიციონერი, როგორიც გახლავთ ბატონი ბადრი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი, პირველი პარლამენტის წევრი გახლდათ. არამგონია სერიოზულად ეთქვა, ალბათ იხუმრა ეს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით