თურნავა: საბჭოთა კოლაფსი რომ არა, „ნამახვანჰესი“ ალბათ აშენებული იქნებოდა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, ცაგერის კულტურის სახლში შეხვედრა მიმდინარეობს.

ადგილობრივ მოსახლეობას ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ხვდებიან.

მინისტრები ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხებენ.

„საბჭოთა კოლაფსი რომ არა, „ნამახვანჰესი“ ალბათ აშენებული იქნებოდა, თუმცა ალბათ უკეთესიც არის, რომ ვერ აშენდა, რადგან ჩვენ დავხვეწეთ და უფრო უსაფრთხო და ნაკლებად საზიანო გავხადეთ აღნიშნული პროექტი, ვიდრე წინა პროექტი იყო.

ზოგადად, კაშხლები შენდება მთელ მსოფლიოში და კაშხალი არის ყველაზე ქმედითი ნაგებობა, რომელიც მეწყრისგან იცავს გარემოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.