„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

პარტიის წევრები საწვავის ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით, აქციაზე ერთ-ერთი სამართალდამცავის მოქმედებას აპროტესტებენ.  მათი თქმით, სამართალდამცველმა აქციის მონაწილეს საქართველოს დროშა ჩამოართვა და ის მიწაზე დააგდო.

აქტივისტებმა სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის მუხლით გამოძიების დაწყების მოთხოვნით უწყებაში განცხადება შეიტანეს. მათი განცხადებით, გიორგი ბერაიამ მის მიერ დაკავებული ათმეთაურის პოსტი უნდა დატოვოს. მათ ადგილზე პოლიციელის მოქმედების ამსახველი ფოტოები ჰქონდათ მოტანილი.