NDI-ის რეიტინგი: “ოცნება” – 23%, ენმ – 7%, სხვა პარტიები – 7%

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23% თვლის, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართულ ოცნება” დგას, 7%-სთვის კი “ნაციონალური მოძრაობა”.

რაც შეეხება სხვა პარტიებს (ევროპული საქართველო, გირჩი-მეტი თავისუფლება, ლელო, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი), ჯამურად გამოკითხულთა 7% მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ეს პარტიებია.

ამასთან, გამოკითხულთა 40% მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არცერთ პარტიას ასახელებს, 14% კი უარს აცხადებს კითხვაზე პასუხის გაცემისაგან.