ნინო ლაცაბიძემ მრავალშვილიან დედებს 8 მარტი მიულოცა(+ფოტო)

​რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრწანისში, ახალ სამგორში, ვაზიანსა და გამარჯვებაში მრავალშვილიან დედებს 8 მარტის დღესასწაული მიულოცა.

ნინო ლაცაბიძემ  ქალთა დღესთან დაკავშირებით, გარდაბნელ ქალებს ყვავილებთან ერთად, სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.

მოგვიანებით,  მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფელ ახალ სამგროში სამედიცინო ამბულატორია  და სოფლის ბაგა-ბაღი მოიხანულა. ნინო ლაცაბიძემ პერსონალთან შეხვედრა გამართა და მათთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.