ავტოსაგზაო შემთხვევა – ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა  ერთი ადამიანი, ავტომობილის მგზავრი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.